უძრავი ქონების #1 ჰაბი Property Georgia საერთაშორისო გავლენიანი მედია ჯგუფის Real Asset Media-ს ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში.
Real Asset Media წარმოადგენს საერთაშორისო მედია და საკომუნიკაციო პლატფორმას, რომელიც სპეციალიზებულია უძრავი ქონების, ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში. კომპანია აერთიანებს საინფორმაციო პუბლიკაციებს, ინდუსტრიულ ანალიტიკას, ვიდეოკონტენტს და მაღალი დონის ბიზნეს ღონისძიებებს, რითაც აკავშირებს დეველოპერებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გლობალურ მასშტაბზე.
პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს უძრავი ქონების სექტორს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა:
- პროექტებისა და კომპანიების საერთაშორისო წარმოჩენა მიზნობრივ საინვესტიციო აუდიტორიასთან
- სექტორულ გამოცემებსა და ციფრულ პლატფორმებზე ფართო გაშუქება
- მონაწილეობა წამყვან საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის MIPIM-სა და EXPO Real-ში
- ნეთვორქინგი და ცოდნის გაზიარება ინდუსტრიის ლიდერებს შორის
- ექსკლუზიური, სოლიდური ფასდაკლება მედია სერვისებზე მხოლოდ ჰაბის პარტნიორებისთვის.
პლატფორმა განსაკუთრებით ორიენტირებულია კაპიტალის მოზიდვაზე, ბაზრის ხილვადობის გაზრდასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებაზე, რაც საქართველოს უძრავი ქონების სექტორის გლობალურ ინტეგრაციას ახალ ეტაპზე გადაიყვანს





