ქართულ ბაზარზე ათ წელზე მეტი გამოცდილების მქონე „თაუერ ჯგუფი“ ერთ-ერთი გამორჩეული დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებიც განსხვავებული მასშტაბით, დანიშნულებითა და არქიტექტურული ხასიათით გამოირჩევა. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ხარისხიან მშენებლობას, გააზრებულ არქიტექტურას, კონკრეტული ადგილმდებარეობის პოტენციალის სწორად შეფასებასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
ამ ხედვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა „თაუერ ჯგუფის“ ერთ-ერთი მთავარი პროექტის - Ureki Sands Lifestyle Resort-ისთვის საერთაშორისოდ აღიარებული BREEAM In-Use-ის სერტიფიკატის მინიჭება.

BREEAM (Building Research Establishment Environmental Assessment Method) არის შენობებისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის, ეკოლოგიურობისა და საოპერაციო ეფექტიანობის შეფასების, პირველი და მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო სისტემა. 1990 წელს დიდ ბრიტანეთში შექმნილი BREEAM დღეს გლობალურ უძრავი ქონების ბაზარზე, ხარისხისა და მდგრადობის ოქროს სტანდარტად არის აღიარებული.
მისი სპეციალური მიმართულება - BREEAM In-Use - უკვე ექსპლუატაციაში არსებული შენობების რეალურ საოპერაციო ეფექტიანობასა და მართვის ხარისხს აფასებს. ოფიციალური მეთოდოლოგია შენობას 10 ძირითადი მიმართულებით ზომავს: ენერგოეფექტიანობა, წყლის რესურსების მართვა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, შენობის მენეჯმენტი, ეკოლოგიური მასალები, ნარჩენების მინიმიზაცია, დაბინძურების პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადი ტრანსპორტი და ინოვაციური ტექნოლოგიები.
„თაუერ ჯგუფის“ პროექტ Ureki Sands Lifestyle Resort-ისთვის BREEAM In-Use-ის სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ პროექტი შეესაბამება დამოუკიდებელი საერთაშორისო შეფასების მკაცრ კრიტერიუმებს და აერთიანებს მდგრადი მართვის, ეფექტიანი ოპერირებისა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს. ეს არის დასტური იმისა, რომ „თაუერ ჯგუფისთვის“ ხარისხი მხოლოდ ვიზუალური ან სამშენებლო მახასიათებლებით არ შემოიფარგლება - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც პროექტის სრულ სასიცოცხლო ციკლს, ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსა და გრძელვადიანი საინვესტიციო ღირებულების შექმნას მოიცავს.
თანამედროვე ურბანისტიკაში დეველოპერი მხოლოდ მშენებელი აღარ არის — ის გარემოს ფორმირებას ახდენს. სწორედ ამ ხედვით აყალიბებს „თაუერ ჯგუფი“ თითოეულ პროექტს, სადაც არქიტექტურა კონკრეტული ადგილის იდენტობას, ფუნქციასა და განვითარების პოტენციალს ეხმიანება. კომპანიის პორტფელი აერთიანებს განსხვავებული კონცეფციისა და დანიშნულების პროექტებს, რომლებიც საერთო ღირებულებებზე — ხარისხზე, ინოვაციასა და გრძელვადიან ხედვაზეა დაფუძნებული:

Panorama Batumi - ზღვისპირა დინამიკისა და თანამედროვე საცხოვრებლის სინთეზი.
Piazza Residence - ევროპული არქიტექტურისა და ქალაქის ისტორიული იდენტობის ჰარმონია.
Kvirike Residence - აპარტამენტები, ბუნება და მეღვინეობის კულტურა ერთ სივრცეში.
Ureki Sands Lifestyle Resort - BREEAM-ის სერტიფიკატის მქონე პირველი მასშტაბური საკურორტო კონცეფცია ურეკში.
BREEAM In-Use-ის სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული დეველოპერული პროექტი შეიძლება პასუხობდეს არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც






