Batumi’s Whisky Festival 2026 - პრემიუმ კულტურის, ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო პლატფორმა ბათუმში | Property Georgia

Batumi’s Whisky Festival 2026 - პრემიუმ კულტურის, ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო პლატფორმა ბათუმში

2026 წლის 22-23 აგვისტოს უკვე მეორედ უმასპინძლებს Batumi’s Whisky Festival 2026-ს საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალს, რომელიც საქართველოში პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების კულტურის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ორი დღის განმავლობაში Sheraton Batumi Hotel და მის მიმდებარე ღია სივრცე უმასპინძლებს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, საერთაშორისო ექსპერტებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ათასობით სტუმარს საქართველოდან და უცხოეთიდან.

Batumi’s Whisky Festival წარმოადგენს საქართველოში უკვე დამკვიდრებული ვისკის ფესტივალის წარმატებულ გაგრძელებას. წლების განმავლობაში ღონისძიებამ მოიპოვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აღიარება და დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიუმ ფესტივალად ითვლება რეგიონში. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ბიზნესი, კულტურა, ტურიზმი და თანამედროვე ცხოვრების სტილი.

ფესტივალი გაცილებით მეტია, ვიდრე ვისკის დეგუსტაცია. ეს არის საერთაშორისო ბიზნეს- და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დისტილერიებს, ბრენდ-ამბასადორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, იმპორტიორებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს, სომელიეებს, ბარმენებს, კოლექციონერებსა და პრემიუმ პროდუქციის მოყვარულებს. ღონისძიების ფარგლებში იმართება ექსკლუზიური დეგუსტაციები, მასტერკლასები, ახალი პროდუქციის პრეზენტაციები, პროფესიული შეხვედრები და ბიზნეს-ქსელური ღონისძიებები.

ფესტივალის მნიშვნელობა სცილდება გასტრონომიასა და სასმელების კულტურას. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებაზე. ყოველწლიურად ფესტივალის პერიოდში იზრდება ტურისტული ნაკადი, იზრდება სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ტურისტული სერვისების დატვირთვა, რაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელს ქმნის როგორც ბათუმისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის.

ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ მსოფლიოში ცნობილი დისტილერიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ბრენდ-ამბასადორები, ცნობილი სპიკერები, ვისკის ინდუსტრიის ლიდერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები. მათთან ერთად საქართველოში ჩამოდიან ასობით ტურისტი და ვისკის ენთუზიასტი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საკუთარ მოგზაურობას სპეციალურად Batumi’s Whisky Festival-ის თარიღებს ამთხვევენ, რათა ერთ სივრცეში მიიღონ უნიკალური გამოცდილება და ამავდროულად აღმოაჩინონ საქართველოს კულტურა, კულინარია და სტუმართმოყვარეობა.

Batumi’s Whisky Festival-ის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობა მისი მრავალინდუსტრიული ფორმატია. ღონისძიებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები და დისტრიბუტორები, არამედ დეველოპერული კომპანიები, ავტომობილების ბრენდები, პრემიუმ შოკოლადის მწარმოებლები, საიუველირო კომპანიები, ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ლუქს-სეგმენტის ბრენდები და სხვა კომპანიები, რომელთათვისაც ფესტივალი მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და ახალი პარტნიორობების შექმნის უნიკალური შესაძლებლობაა.

სწორედ ამიტომ Property Georgia უკვე შეუერთდა Batumi’s Whisky Festival 2026-ის პარტნიორთა რიგებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში Property Georgia-ის პარტნიორ კომპანიებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ფესტივალზე დასასწრები ბილეთები 70%-იანი ფასდაკლებით. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, ახლოდან გაეცნოთ ღონისძიებას, შეხვდეთ საერთაშორისო პარტნიორებს და საკუთარი თვალით იხილოთ ფესტივალის მასშტაბი და ბიზნესპოტენციალი.

2026 წლის ბათუმის ფესტივალი  კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებათ ათეულობით საერთაშორისო ბრენდი, ასობით პრემიუმ პროდუქტი, პროფესიული მასტერკლასები, გასტრონომიული სივრცეები, მუსიკალური პროგრამა, ბიზნესშეხვედრები და ახალი შესაძლებლობები პარტნიორობისთვის. Batumi’s Whisky Festival კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ბათუმი დღეს უკვე არა მხოლოდ საზღვაო კურორტია, არამედ საერთაშორისო ფესტივალების, პრემიუმ ტურიზმისა და მაღალი კლასის ბიზნესღონისძიებების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ცენტრი შავი ზღვის რეგიონში.

Batumi’s Whisky Festival 2026 მხოლოდ ღონისძიება არ არის ეს არის ადგილი, სადაც იბადება ახალი პარტნიორობები, ხვდება ერთმანეთს პრემიუმ ბრენდები, ინვესტორები და საერთაშორისო აუდიტორია.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კომპანიის ჩართულობა ფესტივალში ღირებული იქნება როგორც თქვენი ბრენდის განვითარებისთვის, ისე თავად ღონისძიებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ Property Georgia-ს. სიამოვნებით გაგიზიარებთ სრულ ინფორმაციას მონაწილეობის, პარტნიორობისა და სპონსორობის შესაძლებლობების შესახებ და პირადად დაგაკავშირებთ Batumi’s Whisky Festival-ის ხელმძღვანელობასთან, რათა ერთად განიხილოთ თანამშრომლობის თქვენზე მორგებული ფორმატი და თქვენი ბრენდი გახდეს ამ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ნაწილი.

 

საკონტაქტო:

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: