m² მთაწმინდის პარკთან - შორს ხმაურისგან, ახლოს საკუთარ თავთან | Property Georgia

m² მთაწმინდის პარკთან - შორს ხმაურისგან, ახლოს საკუთარ თავთან

წარმოიდგინეთ სახლი, სადაც ავტომობილების ხმაურის ნაცვლად, ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებთ, თქვენი ფანჯრიდან მწვანე პანორამული ხედები იშლება, სადაც დილით, ჭიქა ყავას საკუთარ ეზოში, ან ტერასაზე მიირთმევთ და უფრო მეტად გინდებათ ჩაისუნთქოთ ჰაერი, რომელსაც ფიჭვის და ბალახის სურნელი აქვს. 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიჯანსაღე, ყოველდღიური სიმშვიდე და ხარისხი, კომპანია m² გთავაზობთ საცხოვრებელ კომპლექსს - m² მთაწმინდის პარკთან. ეს არის ადგილი საოჯახო და სამეგობრო შეკრებებისთვის, მეტი შთაგონებისთვის და შემოქმედებითობისთვის. ადგილი ფიქრისთვის, ზრუნვისთვის და საკუთარ თავთან ახლოს ყოფნისთვის. 

m² მთაწმინდის პარკთან მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან 13 წუთის სავალზე და პირდაპირი კავშირი აქვს ინოვაციების ქუჩასთან, რაც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების მრავალ შესაძლებლობას მოგცემთ. მეტი კომფორტისთვის, გათვალისწინებული იქნება ელექტრომობილის სერვისი, რომელიც ეკოლოგიურობის და 0 გამონაბოლქვის კონცეფციის ფარგლებში, ფუნიკულიორის საბაგიროდან მოგემსახურებათ. მთაწმინდის პარკთან სიახლოვე დამატებით უპირატესობას მატებს პროექტს და აქ ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს და საინტერესოს ხდის.

პრემიუმ კლასის კომპლექსი მოიცავს ექვს ხუთსართულიან შენობას და სხვადასხვა გეგმარების 1, 2 და 3 საძინებლიან ბინებს — დუპლექსებით, საკუთარი ეზოებითა და დიდი ტერასებით. 

კომპლექსის საერთო ტერიტორია მოპირკეთდება თანამედროვე მასალებით და გამწვანებით. მოეწყობა სარეკრეაციო და საბავშვო ზონები, სადაც ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელი თავს იგრძნობს მშვიდად და ისიამოვნებს ყოველდღიურობით. მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ისეთი ინფრასტრუქტურა და მომსახურებები, როგორიცაა ტერიტორიის დაცვა, გამწვანების მოვლა, დასუფთავება, კომპლექსის მენეჯერი, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები, მიწისქვეშა ავტოსადგომები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და სხვა.

იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ბოლომდე მისდიოთ, კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი, რომელიც მაცხოვრებლებს მოემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში.

კომპლექსი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მაცხოვრებლებს სთავაზობს მყუდრო, ჯანსაღ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს - სივრცეს, სადაც შესაძლებელია იყო ქალაქის ხმაურისგან შორს და საკუთარ თავთან ახლოს.

სააღდგომო შეთავაზების ფარგლებში: 

- ეზოიანი ბინის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი, ეზო ნახევარ ფასად, ხოლო დამატებით, საჩუქრად ეზოს მოსაწყობად საჭირო სრული კომპლექტი: ეზოს ავეჯი, ბარბიქიუ გრილი და გამწვანება. 

- დიდ ტერასიანი ან აივნიანი ბინის შეძენა კი 25%-იანი ფასდაკლებით.

დეველოპერული კომპანია m² უკვე 18 წელია, რაც სამშენებლო ბაზრის მოწინავე პოზიციას იკავებს. კომპანია არასდროს უშინდება ახალ გამოწვევებს - ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას.

m²-ის მიმდინარე პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე: www.m2.ge 

ბინის შესაძენად, კი ეწვიეთ გაყიდვების ოფისს:

m² გალერეა - ა. წერეთლის გამზ. 118

2 444 111 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID:

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ADs