საქართველოს შავი ზღვის რეგიონი დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად, როგორც ინვესტორების, ასევე საცხოვრებელი სახლების პოტენციური მფლობელებისთვის. ამ კონტექსტში კი ჭეშმარიტად გამორჩეული პროექტი Rogantini Swiss Village, პრემიუმ კლასის ცხოვრების ახალ სტანდარტს აწესებს.
განლაგებულია რა უნიკალურ, პრივილეგირებულ ადგილას, ხმაურიანი ქალაქ ბათუმიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, Rogantini Swiss Village გთავაზობთ ცხოვრების წესს, რომელიც იდეალურად აერთიანებს ბუნების სილამაზეს
ეს არ არის უბრალოდ უძრავი ქონება - ეს არის ინვესტიცია ცხოვრების უკეთეს ხარისხში.
უნიკალური მდებარეობა გარანტირებული პანორამული ხედებით
Rogantini Swiss Village-ს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი განსაკუთრებული მდებარეობა, რომელიც უზრუნველყოფს სრულ, ყოვლისმომცველ პანორამულ ხედებს როგორც მთებზე, ასევე შავ ზღვაზე, რაც იშვიათი კომბინაციაა საქართველოს თვალწარმტაცი სანაპირო ზოლისთვისაც კი.
მრავალი პროექტისგან განსხვავებით, სადაც სამომავლო განაშენიანებამ შეიძლება ხედის დაბლოკვა გამოიწვიოს, Rogantini Swiss Village-ს მიმდებარე ლანდშაფტი დაცულია, რაც იძლევა გარანტიას, რომ დღეს შეძენილი თვალწარმტაცი ხედები სამუდამოდ თქვენი დარჩება.
ადგილმდებარეობა იდეალურ ბალანსს ქმნის მშვიდ, ბუნებრივ გარემოსა და ხელმისაწვდომობას შორის. მანქანით 15 წუთის სავალზე თქვენ მოხვდებით საქართველოს ყველაზე სწრაფად განვითარებად ქალაქ ბათუმში, რომელიც ცნობილია თავისი ცოცხალი ურბანული ცხოვრებით, საერთაშორისო აეროპორტით, სავაჭრო ცენტრებით, კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და მსოფლიო დონის რესტორნებით.
პრემიუმ ინფრასტრუქტურა მაქსიმალური კომფორტისთვის
Rogantini Swiss Village-ის პროექტის არსი დაფუძნებულია ერთ მთავარ მიზანზე - უზრუნველყოს მობინადრეებისთვის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა კომფორტული და დახვეწილი ცხოვრებისათვის. პროექტი მოიცავს შემდეგს:
- საცურაო აუზები და დასასვენებელი ადგილები: იდეალურია რელაქსაციისა და დასვენებისთვის საზოგადოებისგან განრიდების გარეშე.
- რესტორნები და კაფეები გურმანებისთვის: გთავაზობთ ადგილობრივი და საერთაშორისო სამზარეულოს კერძების შესანიშნავ არჩევანს.
- უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს ცენტრი და სპა: გამაჯანსაღებელი საშუალებები ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად.
- 24/7 დაცვისა და კონსიერჟის მომსახურება: უზრუნველყოფს გონების სიმშვიდესა და მაღალი დონის სტუმართმოყვარეობას.
- ბავშვთა სათამაშო მოედნები და საოჯახო ზონები: ქმნის უსაფრთხო, ოჯახებისადმი მეგობრულ გარემოს.
აღნიშნული ობიექტების კომბინაცია კომპლექსს არა უბრალოდ საცხოვრებელ ადგილად, არამედ ნამდვილი, თვითკმარი ცხოვრების წესის დანიშნულების ადგილად აქცევს.
შვეიცარიული ხარისხი ხვდება ქართულ მომხიბვლელობას
Rogantini Swiss Village ასახავს შვეიცარიული ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს, აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ ელეგანტურობას ქართული ლანდშაფტის ავთენტურობასა და მომხიბვლელობასთან.
ბინები ბარდება შესახლებისთვის გამზადებულ კონდიციაში, სრულად გარემონტებულ და ავეჯით აღჭურვილ მდგომარეობაში. ინტერიერში გამოიყენება პრემიუმ ხარისხის მასალები, გააზრებულია განლაგება და ელეგანტური დიზაინის ელემენტები, ბინებს აქვთ ფართო ფანჯრები და დიდი აივნები, რომლებსაც გარე სილამაზე პირდაპირ თქვენს სახლში შემოაქვს.
თითოეული საცხოვრებელი სახლი საგულდაგულოდ არის დაპროექტებული, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ფართო, ყოვლისმომცველი ხედები და ბუნებრივი განათება, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, მთელი დღის განმავლობაში დატკბნენ მთებისა და ზღვის ფერების ცვალებადობით.
მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი
ვინაიდან ქალაქ ბათუმში უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია უცვლელია, Rogantini Swiss Village გთავაზობთ არა მხოლოდ შესანიშნავ საცხოვრებელ გარემოს, არამედ განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობასაც.
- საწყისი ფასები სულ რაღაც 1,980 ევროდან მ²-ზე.
- პირველადი შენატანები 12 000 ევროდან.
- გაქირავების ძლიერი პოტენციალი, რაც განპირობებულია რეგიონის მზარდი პოპულარობით ტურისტებსა და ემიგრანტებს შორის.
- სანდო და მზარდი აქტივი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონში.
განურჩევლად თქვენი მიზნისა, იპოვოთ დასასვენებელი სახლი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან უბრალოდ მოახდინოთ გონივრული ინვესტირება უძრავ ქონებაში, Rogantini Swiss Village იძლევა იშვიათ შესაძლებლობას ფლობდეთ ქონებას, რომელიც გამოირჩევა როგორც ხარისხით, ასევე ღირებულებით.
განუმეორებელი ცხოვრების წესი
წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით იღვიძებთ და თვალს ადევნებთ მთის მწვანე მწვერვალებს შორის შობილ დიდებულ განთიადს, ატარებთ დღეებს აუზთან, ახლომდებარე საფეხმავლო ბილიკებით ეზიარებით საოცარ ბუნებას ან ტკბებით დახვეწილი კერძებით ახლომდებარე რესტორანში. საღამო ჯამს კი უცქერთ მზის ჩასვლას შავი ზღვის უკიდეგანო წყლებში თქვენი საკუთარი ტერასიდან.
სწორედ ასეთია ცხოვრება Rogantini Swiss Village-ში - ცხოვრება სავსე სილამაზით, სიმშვიდითა და შთაგონებით.
🔹 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: rogantinidevelopment.com
🔹 დაგვიკავშირდით დღესვე, რათა გაეცნოთ ჩვენს სპეციალურ შემოთავაზებებს და გახდეთ ამ განსაკუთრებული საზოგადოების ნაწილი!