ერთი სახლი ზღვაზე, რომელზეც სულ ოცნებობდი | Property Georgia

ერთი სახლი ზღვაზე, რომელზეც სულ ოცნებობდი

დღეს ზღვისპირა ქალაქში ბინის ფლობა მხოლოდ პირადი სიამოვნება აღარ არის  — ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აერთიანებს დასვენებას, ინვესტიციასა და ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს. ბათუმი უკვე ჩამოყალიბებულია როგორც საერთაშორისო ტურისტული ჰაბი, ხოლო დედაქალაქის მიმართულებით გზის დამოკლებამ ქალაქს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა — როგორც დასვენების, ისე საინვესტიციო კუთხით.

Piazza Residence წარმოადგენს ქალაქური ცხოვრების ახლებურ ინტერპრეტაციას ზღვისპირა ქალაქის ცენტრში — ძველ ბათუმში, სადაც ისტორიული ატმოსფერო და თანამედროვე სტილი ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვინც აფასებს კულტურული მრავალფეროვნებით სავსე გარემოს, ურბანული ცხოვრების დინამიკურ რიტმსა და ქალაქის ავთენტურ ქარიზმას.

ძველი ბათუმის ქვაფენილებით მოპირკეთებული ქუჩები, შთამბეჭდავი არქიტექტურა და დახვეწილი კაფეების მრავალფეროვნება… ეს ყველაფერი Piazza Residence-ში ცხოვრებას არა მხოლოდ კომფორტულს, არამედ ემოციურად დატვირთულს ხდის, აქ ცხოვრებით შენც ამ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ხდები.

პროექტის არქიტექტურული და ფუნქციური კონცეფცია შთაგონებულია ძველი ევროპის ურბანული ცენტრებით, შექმნილია ცხოვრების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად — დახურული ეზო ვენეციური შადრევნებით, პირადი პიაცა რესტორნებითა და კაფეებით, მიწისქვეშა პარკინგი, სავარჯიშო დარბაზი, საბავშვო ზონა, ქოვორქინგ სივრცე, კომერციული ობიექტები და ტერასა  — ყველაფერი, რაც ქალაქის ცენტრში კომფორტულ ყოველდღიურობას ქმნის. 

აპარტამენტების ინტერიერი გამორჩეულია ბუნებრივი განათებით, ფუნქციურად გამართული მინიმალისტური დიზაინითა და გარემოთი, რომელიც იდეალურად პასუხობს როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ასევე ტურისტულად დატვირთულ ზონაში დროებითი განთავსების მოთხოვნებს.

გარდა ცხოვრების ხარისხისა, Piazza Residence არის ეკონომიკურად რაციონალური ინვესტიცია — Central Management Group უზრუნველყოფს ქონების სრულ მართვას, გაქირავების პროცესს და ინვესტიციის ამონაგების მაქსიმიზაციას. პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული ინდივიდუალიზმი და ლოკაცია ძველ ბათუმში მას უნიკალურ შესაძლებლობად აქცევს მათთვის, ვინც ეძებს უძრავ ქონებას პრესტიჟულ მისამართზე  — როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ და დასასვნებელად.

ზღვისპირა ქალაქში Piazza Residence სწორედ ის სახლია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს — დასვენებისთვის, პასიური შემოსავლისთვის და იმისთვის, რომ შენი წილი შემატო ბათუმის ქალაქურ ისტორიას.
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: