ლისი დეველოპმენტის გამორჩეული არქიტექტურული პროექტი Lisi Green Tower დასრულდა | Property Georgia

ლისი დეველოპმენტის გამორჩეული არქიტექტურული პროექტი Lisi Green Tower დასრულდა

Lisi Green Tower-ის პროექტი მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიის UNStudio-ს მიერ არის შეიქმნა. UN სტუდიოს ეკუთვნის მსოფლიოს მასშტაბით ისეთი განსხავებული პროექტები, როგორებიცაა, მერსედეს ბენცის მუზეუმი, ბეთჰოვენის საკონცერტო დარბაზი გერმანიაში და ბევრი სხვა.

Lisi Green Tower 10 სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენობაა, რომელიც 25 აპარტამენტს აერთიანებს. შენობის ვიტრაჟული ფასადი შესაძლებელს ხდის ყველა აპარამეტნს ქონდეს პანორამული ხედი ქალაქზე.  თითოეული დეტალი კომფორტული და დაბალანსებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 13 მილიონ დოლარს შეადგენს.

შენობა ლისი დეველოპმენტის ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მწვანე ქალაქი ლისის მეორე უბანში მდებარეობს, რომელსაც უნიკალური პრინციპი 80/20 გამოარჩევს. მწვანე ქალაქის 80% გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა, ხოლო დარჩენილ 20%-ზეა განლაგებული შენობები.

ლისი დეველოპმენტი უკვე 13 წელია ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ლისი სტაბილურად აგრძელებს საქმიანობას მიმდინარე  და ახალ პროექტებზე, როგორც თბილისში, ასევე აჭარის რეგიონში.

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: